სასიყვარულო სამკუთხედი ორმაგად მტკივნეული ცნობილი ადამიანების შემთხვევაშია: “გამარჯვებულსა” და “დამარცხებულს” უმოწყალოდ განიხილავს საზოგადოება. იშვიათად წყვილები ამ გამოცდას უძლებენ, უმეტესწილად კი ღალატი ურთიერთობის ნგრევას იწვევს.
გთავაზობთ ცნობილ წყვილებს, რომელთა დაშორებაში დიდი წვლილი მესამე ზედმეტმა ქალებმა შეიტანეს:
ვანესა პარადი – ჯონი დეპი – ემბერ ჰერდი
როდესაც ემბერ ჰერდმა ჯონი დეპი გაიცნო, ამ უკანასკნელს სამაგალითო ოჯახი ჰქონდა. 14 წლიანი თანაცხოვრება და ორი შვილი. წყვილის რომანი ჯერ საერთო ფილმში – „რომაული დღიური“, შემდეგ კი რეალურ ცხოვრებაში დაიწყო. ჯონს ბევრი არ უფიქრია და მალევე დაანგრია ოჯახი. საბოლოოდ, მათი ისტორია საკმაოდ დრამატულად დასრულდა – ჰერდმა ჯონს სასამართლოში უჩივლა და ფიზიკურ ძალადობაში დაადანაშაულა. სკანდალი ამ წყვილის გარშემო დიდხანს არ განელებულა.
რობინ მური – მელ გიბსონი – ოქსანა გრიგორევნა
ოქსანას გამო გიბსონმა ყველაფერი დათმო – 30 წლიანი ქორწინება და 7 შვილი. მურმა ყოფილ მეუღლეს 400 მილიონი დოლარი და გარანტირებული უზრუნველი ცხოვრება – შემოსავლის ნახევარი მოსთხოვა და მიიღო კიდეც. მალევე ახალმა სიყვარულმა მას კიდევ ერთი შვილი გაუჩინა და ყოფილ ოჯახთან რეგულარული გაუგებრობების გამო სასამართლოს გზით კომპენსაციის გადახდა დააკისრა. შედეგად გიბსონი გაკოტრებისა და რეპუტაციის დაკარგვის პირას აღმოჩნდა.
უმა ტურმანი – იტან ჰოუკი – ანჯელინა ჯოლი
თავის დროზე, ჯენიფერ ენისტონის გარდა, ანჯელინა ჯოლიმ ოჯახი კიდევ ერთ ლამაზმანს, უმა ტურმანს დაუნგრია. ჯოლიმ ფატალური როლი შეასრულა ამ ქორწინებაში. პიტისგან განსხვავებით, ჰოუკი არ წამოსულა ტურმანისგან – ამ უკანასკნემა თავად გაუშვა ის თავის საყვარელთან.
ფრენსის ტომელტი – სტინგი – ტრუდი სტაილერი
სტაილერის გამო მუსიკოსმა ცოლი, ვაჟიშვილი და ახლადდაბადებული ქალიშვილი მიატოვა. წყვილმა 10 წლის შემდეგ იქორწინა, რაც სტინგი პირველ ცოლს გაშორდა. ტრუდიმ მას კიდევ ორი შვილი აჩუქა. ფაქტი ფაქტად რჩება – სტინგი და სტაილერი კვლავაც ბედნიერად ცხოვრობენ, ისინი ერთმანეთისთვის არიან შექმნილები.



