LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სხვა სამყაროს მთებში შევხვდებით ჩემო ლეგენდა მეგობარო… ღიმილის ბიჭი…. ასეთი მემახსოვრები სულ… შენ აქ იყავი საჭირო, მე არ მახსენდება ახალგაზრდა ვინც ამდენი გააკეთა სვანეთისთვის და საქართველოსთვის…“ – ნიკოლოზ ფალიანს ახლობლები,მეგობრები, ოჯახის წევრები ემშვიდობებიან

179
ნიკოლოზ ფალიანი

უშბაზე ექსპედიციის დროს დაღუპულ მთამსვლელსა და სამთო გიდს, ნიკოლოზ ფალიანს ახლობლები, მეგობრები, ოჯახის წევრები ემშვიდობებიან.

მთის გიდი მესტიიდან, ნიკოლოზ ფალიანი, რომელიც 10 წელზე მეტი ექსპედიციებს თოვლზე, ყინულსა და კლდეებზე ხელმძღვანელობდა, უშბაზე რამდენიმე დღის წინ დაიღუპა.

„სიტყვებს ვერ ვპოულობ… სხვა სამყაროს მთებში შევხვდებით ჩემო ლეგენდა მეგობარო“ – წერს ვიკა ფილფანი სოციალურ ქსელში.

„ღიმილის ბიჭი…. ასეთი მემახსოვრები სულ მუხბე, მასწავლებელო და საუკეთესო პროფესიონალო. 17 ნოემბერს იტალიაში ვიყავით, იტალია-საქართველოს რაგბის მატჩზე.
თამაშის შემდეგ გენუის ერთ-ერთ პაბში ლუდით და ნეგრონით შეზარხოშებულები მხიარულად ვსაუბრობდით. გეგმებზე, მატჩზე, რაღაცეებს ვიხსენებდით.
შემდეგ ერთმანეთს ვეჯიბრებოდით ვინ რაში იყო უკეთესი.

ვუთხარი ყველაფერი შესაძლებელია თქო, მაგრამ შენნაირ გაღიმებას მე ვერასდროს შევძლებ თქო. ავარია რომ შემეთხვა, როგორ გამამხნევე, დამირეკა ადრეაო ჯერ იქ წასვლა, ბევრი საქმე დაგრჩა გასაკეთებელიო, იცინოდა აქ უფრო ხარ საჭიროო და მალე თვითონ დაგვტოვა. შენ აქ იყავი საჭირო, მე არ მახსენდება ახალგაზრდა ვინც ამდენი გააკეთა სვანეთისთვის და საქართველოსთვის. ჯერ 30 არ შეგსრულებია…

რამდენ თაობას გაზრდიდი, გზაზე დააყენებდი, რამდენ უმაგრეს პროექტს შემატებდი შენ სამშობლოს, რამდენს შეაყვარებდი მას, როგორც მანამდე. ადრეა ძალიან ნიკო ადრე  და ეს მოხდა ნიკოლოზობას … დარწმუნებული ვარ იქაც ღიმილის ბიჭი იქნები,“ – წერს ალექსანდრე გიორგაძე სოციალურ ქსელში.

სიტყვებს ვერ ვპოულობ… 💔 სხვა სამყაროს მთებში შევხვდებით ჩემო ლეგენდა მეგობარო.

Posted by Vika Pilpani on ხუთშაბათი, 22 მაისი, 2025

ღიმილის ბიჭი ასეთი მემახსოვრები სულ მუხბე, მასწავლებელო და საუკეთესო პროფესიონალო. 17 ნოემბერს იტალიაში ვიყავით,…

Posted by Alexander Giorgidze on შაბათი, 24 მაისი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g