LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სხვა შუადღე ეთერში დაბრუნდა – ძველ გუნდს რამდენიმე ახალი სახე დაემატა [ვიდეო]

4348
sxvashuadgerustavi2-2019-09-25-kpreyHOPbC2lc

“რუსთავი 2”-მა დღეს ახალი სეზონი დაიწყო. განახლებების მიუხედავად, გადაცემა “სხვა შუადღის” ეთერში უამრავი ძველი სახე დარჩა.

გადაცემა ძველმა წამყვანებმა გვანცა და დარასელია და თიკა ფაცაციამ გახსნეს. მათთან ერთად იყვნენ ქრისტინე იმედაძე და მერიკო გუბელაძე. კიდევ ერთი ძველი წამყვანი აჩიკო სოლოღაშვილიც გუნდში რჩება.

წამყვანის ამპლუაში მოგვევლინა დოკუმენტალისტი თომა ჩაგელიშვილი, რომელიც “რუსთავი 2”-ში აქამდეც მუშაობდა.

რაც შეეხება ტელეკომპანიისთვის ახალ სახეებს – პირველივე ეთერში გამოჩნდა ყველასთვის ნაცნობი ძველი სახე სოფო ნარჩემაშვილი, რომელიც ბოლოს “იმედზე” დღის შოუს წამყვანი იყო და ტელევიზია იმ მიზეზით დატოვა, რომ საჯარო სამსახურში სურდა დასაქმება.

შუადღის გუნდს შეუერთდნენ სხვა ახალი სახეებიც. მათ შორისაა ღამის კლუბის მენეჯერი ქეთა გაბუნია, ასევე რეაბილიტოლოგი თეა ადამია და „რუსთავი 2″-ის ყოფილი თანამშრომელი ნიკა ლებანიძე.

ძველი წამყვანებიდან არ გამოჩენილან ბაია დვა­ლიშ­ვილ­ი და ნინო ხოშ­ტა­რი­ა. როგორც ჩანს, მათ არხი დატოვეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g