LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სხვადასხვა აქციები და შეთავაზებები რესტორნისგან Famous Restaurant and Music Salon

138

Famous Restaurant and Music Salon მომხმარებლებს უამრავ აქციასა და შეთავაზებას სთავაზობს. როგორც ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას მენეჯერმა, მარიამ ტუსკაძემ აღნიშნა, დღისით რესტორანი, საღამოს კი ”ლაუნჯი”, მსურველებს ქართულ, ევროპულ და უკრაინულ კერძებს სთავაზობს. გარდა ამისა, Famous Restaurant and Music Salon-ში მისულ სტუმრებს, შეუძლიათ თბილისში ერთ-ერთი საუკეთესო ჩილიმიც დააგემოვნონ.

როგორც მარიამ ტუსკაძემ განმარტა, კლიენტებს 13:00-დან 16:00 საათამდე ქართულ, ევროპულ და უკრაინულ ”ლანჩ მენიუსაც” სთავაზობენ, რომელიც შედგება ევროპული, ქართული და უკრაინული კერძებისაგან . ერთი ლანჩ მენიუ 15 ლარი ღირს. ასევე შესაძლებელია, ”ლანჩ მენიუდან” ერთი კერძის 5 ლარად შეძენაც. გარდა ამისა Famous Restaurant and Music Salon-ში მისულ სტუმრებს, შეუძლიათ ვეგეტარიანული საჭმლის დაგემოვნებაც.

მისივე ინფორმაციით, საფირმო შეფ-მზარეულის მენიუ, რომელიც სალათისგან, წვნიანისა და ცხელი კერძისგან შედგება, ყველა სტუმრისთვის ინდივიდუალურია. რესტორან-ლაუნჯი სასიამოვნო აქციასაც გთავაზობთ, რომლის ფარგლებშიც ყოველ ოთხშაბათს, მანდილოსნებისთვის 30%-იანი ფასდაკლებაა. გარდა ამისა, რესტორანში დაბადების დღის გადახდის შემთხვევაში, 25%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ.

”ჩვენს რესტორანში მოსულ სტუმრებს შეუძლიათ ღამის 2-3 საათამდე მიირთვან ჯანსაღი, გემრიელი და ხარისხიანი საკვები. კიდევ ერთი აქცია, რომელსაც ჩვენს კლინტებს ვთავაზობს, მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენთან ფოტოსურათთან ერთად ”დაჩექენიბის” შემთვევაში, სხვადასხვა საჩუქრებს მიიღებენ. პარასკევსა და შაბათს, 21:00-დან 00:00 საათამდე შეგიძლიათ ცოცხალი მუსკით დატკბეთ, ხოლო ყოველ ღამე ”კარაოკე” საღამოებსაც გთავაზობთ”, – განაცხადა ტუსკაძემ.

Famous Restaurant and Music Salon-ი სოლოლაკში, აბო თბილელის 1 ნომერში მდებარეობს და ყოველდღე 13:00-დან 02:30 საათამდე მუშაობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები