ძალოსნობის ეროვნული ნაკრების ექიმი-რეაბილიტოლოგი, გიორგი ჭინჭარაული სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.
გიორგი ჭინჭარაული ეხმაურება „ევროვიზიის“ კონკურსზე მარიამ შენგელიას გამოსვლასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გამოთქმულ არაერთგვაროვან შეფასებებს.
„1. სხვას რომ დასცინო, მინიმუმ, მასზე წარმატებული უნდა იყო.
2. სხვას რომ დასცინო, მინიმუმ, მასზე უკეთესად უნდა იყო კონკრეტულ სფეროში გარკვეული.
3. სხვას რომ დასცინო, მინიმუმ, მასზე მეტი უნდა გქონდეს გაკეთებული, და კიდევ ბევრი ასეთი…
თუმცა, დაცინვა არ მართლდება არც ზემოთ ჩამოთვლილ სამ შემთხვევაში….
მით უმეტეს, ისეთები რომ იცინიან, ქვა ქვაზე რომ არ დაუდიათ, არც საკუთარი თავისა და ოჯახისთვის, არც ქვეყნისა და ერისათვის…
რატომ დავწერე ჯერ საკუთარი თავი?!
დიახ, ჯერ შენთვის აკეთებ ყველაფერს და მერე სხვა დანარჩენისთვის… ჯერ საკუთარი კეთილდღეობისთვის ზრუნავ ადამიანი და მერე ქვეყნისთვის…
მხოლოდ რიგი საქმენი არის სუფთა პატრიოტიზმით აღსავსე და მათზე ენა არ დამიტრიალდება, რომ ვთქვა „ჯერ თაო და თაოო“…
მე შემიძლია შევაფასო ძალისმიერი სპორტი, სპორტსმენის გამოსვლა, აღვწერო დეტალურად, თუ როგორ გაიმარჯვა, ან რატომ დამარცხდა.. გავაკრიტიკო ან შევაქო ის კონკრეტულ საკითხში..
მე არ შემიძლია შევაფასო მხატვრული ტანვარჯიში, ციგურაობა… (მიუხედავად იმისა, რომ სპორტის სახეობაა)
არ შემიძლია, იმიტომ, რომ არ ვარ გარკვეული და კრიტიკა, თუ მხოლოდ იმიტომ უნდა იყოს, რომ მე პირადად არ მომეწონა მისი გამოსვლა, ამას საჯაროდ არ განვიხილავ, ვინაიდან იმ კონკრეტულ სფეროს ჰყავს თავისი კრიტიკოსები, რომლებიც ჩემზე და თქვენზე მეტად არიან ჩახედული საქმეში…
„ზოგჯერ თქმა სჯობს არა თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების“…
შეიძლება მეც ვაშავებ, ამას რომ ვწერ, მაგრამ „კარგ მთქმელს, კარგი გამგონე უნდაო“…
წარმატებები ყველას, ვისაც საქართველოს სახელი გააქვს საერთაშორისო სარბიელზე“, – წერს გიორგი ჭინჭარაული სოციალურ ქსელში.
„ვამაყობ შენით“ – ნუცა თოფურია მარიამ შენგელიას „ევროვიზიაზე“ გამოსვლას ეხმაურება
1. სხვას რომ დასცინო, მინიმუმ მასზე წარმატებული უნდა იყო 2. სხვას რომ დასცინო, მინიმუმ მასზე უკეთესად უნდა იყო…
Posted by Giorgi Tchintcharauli on პარასკევი, 16 მაისი, 2025