სოციალური ქსელის მომხმარებელი, ნინიკო მშვიდობაძე გურიაში, სოფელ ჯიხანჯირში ტრაგიკულად დაღუპული მეშვიდე კლასელის, იური გუჯაბიძის შესახებ სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს:
„მეწყერმა ჯიხანჯირში მოზარდის სიცოცხლე შეიწირა. მძიმე ფოტოა და ფოტოზე უფრო მძიმე რეალობა…
დის მეგობრებს დაუთმო საკუთარი საძინებელი და ეზოში მდგარ სამზად სახლში გადავიდა თვითონო, ამბობენ. მეწყერმაც ის სამზადი სახლი ჩაიტანა თურმე… სხვები გადაარჩინა… არ იცოდა, მაგრამ ხომ გადაარჩინა – გმირია, არც ეს იცოდა, მაგრამ გმირია მაინც … ნათელში იყოს, ქედს ვიხრი ამ პატარა ბიჭის სულის წინაშე“. – წერს მშვიდობაძე.
მეწყერმა ჯიხანჯირში მოზარდის სიცოცხლე შეიწირა. მძიმე ფოტოა და ფოტოზე უფრო მძიმე რეალობა…
დის მეგობრებს დაუთმო საკუთარი…Posted by ნინიკო მშვიდობაძე on Friday, September 8, 2023
გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში მესამე ცხედარი იპოვეს
სტიქიის ზონაში სამაშველო ღონისძიებები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება – თემურ მღებრიშვილი
განახლებულ ინფორმაციას გურიის სტიქიის შესახებ ვრცლად წაიკითხავთ მითითებულ → ბმულზე