LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Skoda-მ მშობლებისთვის „ტაქსომეტრი“ მოიგონა

145
skoda-parent-taxi-app

კომპანია „შკოდამ“ სმარტფონებისთვის ახალი აპლიკაცია Parent Taxi შექმნა. სიახლე „ტაქსომეტრის“ ფუნქციას შეასრულებს და ბავშვებს მშობლებისთვის მგზავრობის ღირებულების გადახდის საშუალებას მისცემს.

დიდ ბრიტანეთში ჩატარებული კვლევის მიხედვით, მშობლები შვილების სხვადასხვა ადგილებში სატარებლად წელიწადში 2652 კილომეტრს გადიან. თუკი ამ მანძილს ტაქსის საფასურს შევადარებთ, საშუალოდ 12 565 ფუნტი სტერლინგი გამოდის.

გამოკითხვამ ისიც აჩვენა, რომ მშობლების ნაწილი თავს ტაქსისტად თვლის და ეს ფაქტი ძალიანაც აწუხებს. ახალი აპლიკაცია კი მათ შრომას აანაზღაურებს.

Parent taxi გავლილ მანძილს დაითვლის და მშობლებს სახლში გასაკეთებელი საქმიანობის ვარიაცებს შესთავაზებს. ოფციათა შორის ავტომობილის გარეცხვა, სახლის დალაგება, ტანსაცმლის ან ჭურჭლის გარეცხვა და სხვა საქმეები იქნება. ხოლო თუ რისი გაკეთება მოუწევს ბავშვს – ამას უკვე მშობელი ინდივიდუალურად გადაწყვეტს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g