LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Skoda-ს ავტომობილები რეკორდული რაოდენობით იყიდება

38

ჩეხური მარკა Skoda იუწყება, რომ 2017 წლის პირველი კვარტალი კომპანიის ისტორიაში ყველაზე წარმატებული გახდა.

იანვარ-მარტის პერიოდში Skoda-მ 283 500 ავტომობილი გაყიდა. არასოდეს ამ დრომდე ჩეხურ ბრენდს ანალოგიურ პერიოდში ასეთი რაოდენობის ავტომობილი არ გაყიდულა. მთელი 122 წლიანი ისტორიის განმავლობაში მარტის თვე საუკეთსო აღმოჩნდა – 108 500 გაყიდული ავტომობილით.

ყველაზე მოთხოვნადი აღნიშნულ პერიოდში Superb, Rapid და Fabia იყო.

შემცირდა მოთხოვნა Citigo-ზე, Yeti-სა და Octavia-ზე, ეს უკანასკნელი მხოლოდ 103 300 ეკზემპლარი გაიყიდა. კომპანია Skoda შემცირებულ გაყიდვებს მათი განახლებული ვერსიების სწრაფად გამოსვლას უკავშირებს. Yeti-ს ახალი თაობა გაყიდვაში მაისის თვეში გამოვა, მალე ასევე გაყიდვაში რესტაილინგებული Octavia და Citigo ჩაეშვება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები