თბილისში, კერძო სკოლამ – IB მთიებმა პირველკლასელი ბიჭები სამების საკათედრო ტაძარში რაინდებად აკურთხა.
ბავშვების რაინდებად კურთხევის შესახებ ინფორმაცია ფეისბუკზე გავრცელდა. On.ge-ის ინფორმაციით, აღნიშნული დაუდასტურეს სკოლაშიც. მათივე ინფორმაციით, რაინდებად კურთხევის დღესასწაული დავითობას, 8 თებერვალს დაემთხვა.
სკოლის ადმინისტრაციასთან ინფორმაციის გადამოწმება სცადა “ფორტუნამაც”, სადაც განაცხადეს, რომ გარკვეული ღონისძიება ჩატარდა და თემასთან დაკავშირებით საუბარი არ სურთ.