LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სკოლაში ნაკლები ბიუროკრატია უნდა იყოს – მიხეილ ბატიაშვილი

201810261627081721637432

სკოლაში რაც შეიძლება ნაკლები ბიუროკრატია უნდა იყოს, – ამის შესახებ განათლების მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა პარლამენტში განაცხადა.

მინისტრის თქმით, ბიუროკრატიის შემცირება უპირველეს ყოვლისა პედაგოგეებს ეხება.

პირველ რიგში, ეს ეხება პედაგოგებს. პედაგოგების მიმართულებით 2019-2020 წლებში სიახლეები გვაქვს. ჩვენი ხედვით, პედაგოგებს არ უნდა უხდებოდეთ ამდენი დროის დათმობა ბიუროკრატიული ბარიერების გადალახვაზე, არამედ მათი დრო და მოტივაცია მიმართული უნდა იყოს ბავშვებთან და სკოლაში მუშაობაზე. ამ მიმართულებით პირველ ნაბიჯებს გაზაფხულზე გადავდგამთ, მათ შორის საკანონმდებლო ორგანოსთან აქტიურად ვითანამშრომლებთ, რომ შეიცვალოს დღევანდელი სქემა, რომელსაც არ მივყავართ კონკრეტულ შედეგამდე“, – განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, სისტემა ორიენტირებული უნდა იყოს იმაზე, რაც შეიძლება მეტ პედაგოგს მიეცეს შესაძლებლობა, გამოავლინოს საკუთარი უნარები და შესაბამისად დაფასებული იყოს.

მინისტრის თქმით, განათლების უწყება მაისში კონკრეტულ, დეტალურ გეგმას წარადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g