LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სკოლაში პნევმატური იარაღი არ ყოფილა – 51-ე სკოლის დირექტორი

61

51-ე სკოლის დირექტორი, მანანა თურქაძე, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სკოლაში პნევმატური იარაღი არ ყოფილა და ის სათამაშო თოფი იყო. დირექტორის თქმით, ტრაგედიის დღეს სკოლაში სიმშვიდე იყო და არანაირი საეჭვო ფაქტი არ დაფიქსირებულა, რომელშიც მანდატურის ჩარევა გახდებოდა საჭირო.

თურქაძის განცხადებით, გარდაცვლილი ბავშვები გაკვეთილებს ბოლომდე ესწრებოდნენ, რასაც, მისი თქმით, კამერებიც ადასტურებს. სკოლის დირექტორი აცხადებს, რომ მომხდართან დაკავშირებით კითხვებს თავს არ არიდებს და სკოლის ადმინისტრაცია მზად არის გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის.

1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. 2 დეკემბერს მეორე მოზარდიც გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g