LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სკოლების, სტაციონარული სამედიცინო დაწესებულებების, სავაჭრო ცენტრებისა და ბაზრების შესასვლელში გარე მეთვალყურეობის ვიდეოკამერების განთავსება სავალდებულო გახდა

145
კამერა

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2024 წლის პირველი იანვრიდან იმ ობიექტების სია გაფართოვდა, რომლებსაც გარე მეთვალყურეობის ვიდეოკამერების განთავსების ვალდებულება აქვთ.

ამიერიდან რეგულაციას დაქვემდებარებულ ასეთ ობიექტებს, კერძოდ, აზარტულ დაწესებულებებს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, სესხის გამცემ სუბიექტებს, ვალუტის გადამცვლელ პუნქტებს, ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერებს, აფთიაქებს, ავტოგასამართ, აირგასამართ და აირსავსებ საკომპრესორო სადგურებს დაემატათ: კერძო/საჯარო საგანმანათლებლო დაწესებულებები, სტაციონარული სამედიცინო დაწესებულებები, სიგარაბარები, სავაჭრო ცენტრები, ბაზარი/ბაზრობა.

ჩამონათვალს ასევე დაემატა ეკონომიკურ საქმიანობას დაქვემდებარებული ის ობიექტებიც, რომელთა დამატებული ღირებულების გადასახადით (დღგ) დასაბეგრი ბრუნვა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში აღემატება 500 000 ლარს (საბითუმო ვაჭრობა; საცალო ვაჭრობა; განთავსების საშუალებით უზრუნველყოფა; საკვებით და სასმლით მომსახურება).

მთავრობის დადგენილების თანახმად, ობიექტებისთვის შემდეგი მოთხოვნები განისაზღვრა:

– შენობა-ნაგებობის მთავარ შესასვლელთან, გარე პერიმეტრზე, უნდა დამონტაჟდეს არანაკლებ 2 ვიდეოკამერა, რომელიც შეესაბამება დადგენილ ტექნიკურ მახასიათებლებს;

– თუ შენობა-ნაგებობას სათადარიგო შესასვლელი აქვს, სავალდებულოა 1 ვიდეოკამერის დამონტაჟება თითოეულ სათადარიგო შესასვლელთან;

– ვიდეოკამერები უნდა განთავსდეს ისეთი განლაგებით, რომ უზრუნველყოფილი იყოს შენობა-ნაგებობაში შემსვლელი და გამსვლელი პირის დანახვა და იდენტიფიკაცია;

– ვიდეოჩაწერის შედეგად მიღებული ციფრული ინფორმაცია (ელექტრონული ინფორმაცია), არანაკლებ 30 დღისა და არაუმეტეს 6 თვისა, უნდა ინახებოდეს სათანადოდ დაცულ ადგილზე;

– დაწესებულებების ხელმძღვანელი ან სხვა პასუხისმგებელი პირები, ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის შემოწმების მოთხოვნის მიზნით, ვალდებულნი არიან დარეგისტრირდნენ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის 112-ის პორტალზე.

magti 5g