LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სკოლების უსაფრთხო გახსნისთვის დამატებით წინადადებებს ვამზადებთ – გაბუნია

163
BeFunky-collage (5)

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ  ამ ეტაპზე კლასებში სწავლის დაწყების შესაძლო თარიღი 4 ოქტომბერია, თუმცა იქამდე მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში დასტაბილურდეს ვითარება და დადებითობის მაჩვენებელი იყოს დაბალი.

მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო განათლების სამინისტროსთან ერთად სკოლების უსაფრთხო გახსნისთვის დამატებით წინადადებებზე მუშაობს.

“გახსნილ მდგომარეობაში სკოლების შენარჩუნება არის ჩვენთვის მთავარი მიზანი. მნიშვნელოვანია ის, რომ როცა გაიხსნება სკოლა შემდგომ აღარ მოგვიხდეს მისი ისევ თავიდან დახურვა.

ამასთან დაკავშირებით, მიმდინარე პერიოდში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და განათლების სამინისტრო კიდევ დამატებით ამზადებენ წინადადებებს სკოლების უსაფრთხოდ გახსნასთან დაკავშირებით. ჯერჯერობით 4 ოქტომბერია ის თარიღი, როდესაც ჩვენ ვფიქრობთ, რომ საკლასო გარემოში გაგრძელდება სწავლა.

მანამდე მნიშვნელოვანია, ქვეყანაში ზოგადად გვქონდეს სტაბილიზაციის უკეთესი მდგომარეობა,” – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g