LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სკოლის ჩანთა, არასწორი ჯდომა, წოლა და ბრტყელი ტერფი, არ იწვევს ხერხემლის დეფორმაციას… ეს არის მითი…“ – როგორ დავიცვათ ბავშვის ზურგი და ხერხემალი, რას ამბობს ორთოპედ-ვერტებროლოგი, ირაკლი ვარძუკაშვილი

227
ირაკლი ვარძუკაშვილი

როგორ დავიცვათ ბავშვის ზურგი და ხერხემალი და იწვევს თუ არა სკოლის ჩანთა ხერხემლის დეფორმაციას?

ორთოპედ-ვერტებროლოგი, ირაკლი ვარძუკაშვილი „პირველი არხის“ ეთერში ამბობს, რომ სკოლის ჩანთა ხერხემლის დეფორმაციას არ იწვევს.

ვარძუკაშვილი ამბობს, რომ ხერხემლის დეფორმაციის გამომწვევი, 80 პროცენტი უცნობი ეტიოლოგიის არის.

„სკოლის ჩანთა ხერხემლის დეფორმაციას არ იწვევს. ბავშვი მიდის სკოლაში ან სკოლის ავტობუსით, ან მშობელს მიჰყავს სკოლამდე.

ბავშვმა, შესაძლოა ჩანთა ატაროს, დღის განმავლობაში მაქსიმუმ 1 საათი – ამიტომ სკოლის ჩანთა არ იწვევს დეფორმაციას. ის იწვევს დისკომფორტს.

შესაძლოა გამოიწვიოს ტკივილი, კუნთოვანი ასიმეტრია მაგრამ არ იწვევს ხერხემლის დეფორმაციას. ეს არის მითი.

არც ჩანთა, არც არასწორი ჯდომა და წოლა არც ბრტყელი ტერფი ხერხემლის დეფორმაციას არ იწვევს – ეს არის ცალსახა…

ხერხემლის დეფორმაციის გამომწვევი, 80 პროცენტი არის უცნობი ეტიოლოგიის ანუ იდეოპათიური. საიდან ჩნდება არავინ არ იცის…“- ამბობს ირაკლი ვარძუკაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g