LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სკოლის დარაჯი, რომელიც ბავშვების მეგობარი და მასწავლებელი გახდა [ვიდეო]

ნაკითხი, განათლებული, ჭადრაკის მოყვარული, გარემოზე მზრუნველი 75 წლის ჯიმშერ მაჩალაძე 133-ე სკოლის დარაჯია.

უკვე რამდენიმე წელია ამ საქმიანობითაა დაკავებული და თან სხვა საქმეებსაც ითავსებს. სკოლის ეზოს მოვლა, ბავშვების ძიძობა, მეგობრობა, მათთვის დახმარების გაწევა და სწავლება, როგორც სკოლის მასალის, ასევე გარემოსთან ურთიერთობის ან ჯანსაღი ცხოვრების წესის, ეს ყველაფერი მისი ყოველდღიურობაა.

ჯერ სამი შვილი გაზარდა, შემდეგ სამი შვილიშვილი, ახლა კი სკოლის ბავშვებსაც უვლის. ამბობს, რომ მზად არის ნებისმიერი რამ ასწავლოს მათ. ბავშვებიდანაც დიდი ინტერესია. უფროსებს აინტერესებთ, ამ ასაკში როგორ ახერხებს ვარჯიშის გაგრძელებას და ასეთი ჯანმრთელობის შენარჩუნებას, უმცროსებს კი თავად უღვივებს სხვადასხვა საკითხის მიმართ ინტერესს.

საპატრიარქოს პროექტის ფარგლებში სკოლას ნერგები გადაეცა საჩუქრად. ჯიმშერმა მათი მოვლაც საკუთარ თავზე აიღო და ყველა მათგანმა გაიხარა. სკოლის ადმინისტრაციამ ასეთ მონდომებულ თანამშრომელს ზრუნვა დაუფასა და დარაჯთან ერთად მებაღის ფუნქციაც შეუთავსა. ახლა მას სთხოვენ დახმარებას მშობლებიც და ბავშვებიც, რომლებიც სკოლის ეზოს კიდევ უფრო გალამაზებაზე ზრუნავენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g