LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სკოლის გამოსაშვები გამოცდები გაუქმდა

203
gamosashvebigamocdebi

პარლამენტმა განმეორებით ჩატარებული კენჭისყრის შედეგად, სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმების შესახებ მთავრობის საკანანმდებლო ინიციატივა დაამტკიცა.

“ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე 80 ხმით, მესამე მოსმენით მიიღეს. რვა დეპუტატმა ხმა წინააღმდეგ მისცა.

მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას 5 აპრილის სხდომაზე დამტკიცებისათვის ხმები არ ეყო და კენჭისყრის შედეგად ჩავარდა. ცვლილებებს მხარი 54-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ არავინ წასულა, თუმცა მისაღებად კანონპროექტს 63 ხმა სჭირდებოდა. მაშინ დეპუტატების ნაწილმა თქვა, რომ ხმაურის გამო ვერ გაიგეს, რომელ კანონპროექტს ეყრებოდა კენჭი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g