LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სკოლის შენობასთან ქაბულში აფეთქებები მოხდა – დაღუპულია სულ მცირე 6 ადამიანი

85
ქაბული

aljazeera-ს ინფორმაციით, ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, ვაჟთა საშუალო სკოლასთან აფეთქებებს, სულ მცირე 6 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

აფეთქებები აბდულ რაჰიმ შაჰიდის სკოლაში მოხდა, რომელშიც ქაბულის დასავლეთით მდებარეობს, სადაც შიიტები ცხოვრობენ.

ქაბულის საავადმყოფოდან BBC-ს წყარომ განუცხადა, რომ სკოლაში თავდასხმის შედეგად, ამ დრომდე, 19 დაშავებული შეიყვანეს.

დაღუპულთა და დაჭრილთა რიცხვი, სავარაუდოდ, გაიზრდება.

პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები