LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სკოლის ზეიმზე დედა ეხვეწებოდა ჩემი კლასელების მშობლებს გადაეღოთ ჩემთვის ერთი ფოტო მაინც, მაგრამ ვერ გაიმეტეს ჩემთვის ერთი კადრი“ – მარიტა როხვაძე ბავშვობის ტრავმაზე

611
Untitled design (1)

მომღერალი მარიტა როხვაძე სოციალურ ქსელში ბავშვობისდროინდელ ამბავს იხსენებს, რომელიც სკოლის ზეიმზე გადახდა თავს.

მარიტა როხვაძე წერს, რომ მომხდარი მისი ბავშვობის ტრავმაა.

„ბავშვობის ტრავმა: ნათლიაჩემს გამოართვა დედამ სკოლის ზეიმისთვის „კოდაკის“ ფოტოაპარატი, რადგან ჩვენ არ გვქონდა (იმ პერიოდში ძალიან უჭირდა ოჯახს) სამწუხაროდ, აპარატი გაფუჭდა და ერთადერთი ფოტო ეს მაქვს ახალი წლის ზეიმიდან, ისიც არ ვიცით ვინ გადაიღო.

საქმე იცით რაშია? დედა ეხვეწებოდა ჩემი კლასელების მშობლებს გადაეღოთ ჩემთვის ერთი ფოტო მაინც, მაგრამ სამწუხაროდ ყველასგან უარი მიიღო, ვერ გაიმეტეს ჩემთვის ერთი კადრი.

ყველანი მახსოვხართ! ?

პ.ს ყველა ზეიმზე მე ვიყავი წამყვანიც, მომღერალიც, მოცეკვავეც და ადამიანიც!
მადლობა იმ ადამიანებს, ვინც ჩემს უკან დგანან და ადამიანად გამზარდეს გაჭირვებაში !
მამა, დედა, დეიდა“, – წერს მარიტა როხვაძე.

 

ბავშვობის ტრავმა: ნათლიაჩემს გამოართვა დედამ სკოლის ზეიმისთვის ”კოდაკის” ფოტოაპარატი, რადგან ჩვენ არ გვქონდა (იმ…

Posted by Marita Rokhvadze on Wednesday, 17 May 2023

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g