ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
ჟურნალისტი „ფეისბუკში” პრეზიდენტის განცხადებიდან ამონარიდს აქვეყნებს და წერს, რომ სალომე ზურაბიშვილი საზოგადოების გვერდით დგას.
მისივე თქმით პრეზიდენტის გვერდით გუშინ იდგნენ ოპოზიციის ლიდერები, თუმცა არ იდგა მხოლოდ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია:
„არ ვაღიარებთ არჩევნებს, ჩვენ დავდგებით ერთად, ყველა ვინც იცავდა ევროპულ მომავალს. ხვალ, 7 საათზე შევიკრიბოთ რუსთაველზე. ყველამ უნდა იცოდეს საზღვრების გარეთ, საქართველოს მომავლის დაცვა, ეს არის ხალხის დაცვა…”
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი. Slay queen- ჩვენს გვერდით არის მეგობრებო…
პრეზიდენტის გვერდით იდგნენ ოპოზიციის ლიდერები, არ იდგა მხოლოდ გახარია” – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.
სალომე ზურაბიშვილი: „გვინდა ყველა მოგიწვიოთ ხვალ, საღამოს 7 საათზე რუსთაველზე – ერთად გამოვუცხადოთ მსოფლიოს, რომ ჩვენ არ ვაღიარებთ ამ არჩევნებს“
პრეზიდენტის შეფასებით, 26 ოქტომბერს არჩევნები ტოტალურად გაყალბდა..
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე იყო „ტოტალური გაყალბება”, შესაბამისად, პრეზიდენტი არ აღიარებს არჩევნებს.
პრეზიდენტი და ოპოზიციური პარტიები საზოგადოებას 28 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე მისვლისკენ მოუწოდებენ, ამასთან, პრეზიდენტი მიმართავს პარტნიორებს, დაუდგნენ საქართველოს მოსახლეობას გვერდით.
ყველა გადაწყვეტილებაზე შეიტყობთ თანმიმდევრულად, სწორ დროს, სწორი ფორმით, – აღნიშნულის შესახებ კი „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა ნათია მეზვრიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა და გამოეხმაურა საზოგადოებაში არსებულ შეკითხვებს გიორგი გახარიას გუნდის მიმართ, შევლენ თუ არა პარლამენტში და შეუერთდებიან თუ არა პრეზიდენტის მიერ დაანონსებულ აქციას.
მეზვრიშვილმა პოსტში კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ჩატარებული არჩევნები არ გამოხატავს ამომრჩევლის ნებას.
მისივე თქმით, ახლა მთელი გუნდი დაკავებულია იმით, რომ არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით საერთაშორისო საზოგადოებას მტკიცებულებები მიაწოდონ.
„ყველა გადაწყვეტილებაზე შეიტყობთ თანმიმდევრულად, სწორ დროს, სწორი ფორმით“ – ნათია მეზვრიშვილი