LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სლოვაკეთის პარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ, ხოლო პუტინის რეჟიმი – ტერორისტულად აღიარა

150
slovaketis-parlamenti_w_h

სლოვაკეთის პარლამენტმა რუსეთის რეჟიმი ტერორისტულად, ხოლო რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.

მიღებულ რეზოლუციაში სლოვაკმა დეპუტატებმა დაგმეს რუსეთის თავდასხმები უკრაინის სამოქალაქო პირების, სამოქალაქო ობიექტებისა და საკვანძო ენერგეტიკული სტრუქტურების წინააღმდეგ.

რეზოლუცია ამჟამინდელ რუსულ რეჟიმს ტერორისტულს უწოდებს, ხოლო რუსეთის ფედერაციას ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებს.

დეპუტატებმა ასევე რუსეთის ბირთვული იარაღის გამოყენების პირდაპირი თუ ირიბი მუქარები დაგმეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g