LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სლოვაკეთის პრემიერს რობერტ ფიცოს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს

197
რობერტ ფიცო

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს მთავრობის სხდომის შემდეგ, გარეთ ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. თვითმხილველთა ცნობით, თავდამსხმელი შემთხვევის ადგილზე დააკავეს.

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ Facebook გვერდზე რობერტ ფიცოს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება.

არსებული ცნობით, მიღებული დაზიანებები სიცოცხლისთვის საშიშია. ის ვერტმფრენით ბანსკა-ბისტრიცაში გადაიყვანეს, რადგან ბრატისლავამდე გადაყვანას დიდი დრო დასჭირდებოდა.

სლოვაკეთის პრემიერის გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ შემდეგი რამდენიმე საათი გადამწყვეტი იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები