LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სლოვაკეთმა რუსეთის საელჩოს სამი თანამშრომელი ქვეყნიდან გააძევა

109
სლოვაკეთი

სლოვაკეთმა რუსეთის საელჩოს სამი თანამშრომლის ქვეყნიდან გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. მათ სლოვაკეთის დასატოვებლად 72-საათიანი ვადა მისცეს.

ინფორმაციას ამის შესახებ Reuters ავრცელებს.

მედიის ცნობით, რუსი დიპლომატების გაძევების გადაწყვეტილება სლოვაკეთის მთავრობამ სპეცსამსახურების ინფორმაციაზე დაყრდნობით მიიღო.

სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის ფედერაციის საელჩოს მტკიცედ მოუწოდებს, რომ საელჩოს წარმომადგენლებმა თავიანთი საქმიანობა დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის შესაბამისად შეასრულონ. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით უწყება დამატებით დეტალებს არ ასაჯაროებს.

ამასთან, სლოვაკურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მიმდინარე თვეში სლოვაკეთში პოლიციამ რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით სამი სლოვაკი დააკავა. მათ შორის არიან: თავდაცვის სამინისტროს პოლკოვნიკი, სლოვაკეთის კონტრდაზვერვის სამსახურის წევრი, ასევე მთავრობის მიერ დეზინფორმაციის გავრცელების საფუძველზე დახურულ ვებგვერდთან დაკავშირებული პირი.

რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები