სლოვენია ევროპის გასტრონომიული რეგიონი გახდება. საპატიო სტატუსს ქვეყანა 2021 წლისთვის მიიღებს და ამ პერიოდისთვის იქ ახალი გასტრონომიული ტურები, რესტორნების გზამკვლევები და სხვა საინტერესო სიახლეები გაჩნდება.
სლოვენია კონკურსის ჟიურიმ იმიტომ გამოყო, რომ ადგილობრივი მზარეულები ტრადიციულ სამზარეულოს დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ და სეზონური ხილისგან საინტერესო კერძებსაც ამზადებენ. გარდა ამისა, ექსპერტებს კულინარიის სფეროში არსებული საგანმანათლებლო პროგრამებიც ძალიან მოეწონათ.
შეგახსენებთ, რომ ევროპის გასტრნომიულ რეგიონს 2012 წლიდან ირჩევენ და ეს წოდება სხვადასხვა დროს ჰოლანდიას, ირლანდიას, საბერძნეთსა და ფინეთს ქონდა.