LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სლოვენიელებს ისევ ველოსიპედებზე გადასხდომა შესთავაზეს

107
Capture

სლოვენიაში დაიწყო აქცია, რომელიც მოქალაქეებს სამსახურამდე თუ სასწავლებლამდე მისვლას ველოსიპედით სთავაზობს. სიახლის შესახებ Slovenia.info წერს.

როგორც ორგანიზატორებმა დათვალეს: სლოვენიელთა ყოველდღიური მგზავრობების უმრავლესობა 2 კილომეტრზე ნაკლები მარშრუტია. ასეთი მანძილის დაფარვა კი ფეხით ან ველოსიპედითაა შესაძლებელი.

აქციაში მონაწილეებს შეეძლებათ თავისი ველო მოგზაურობები სპეციალურ აპლიკაციაში აღნიშნონ და ყოველწლიურ გამოწვევაში მიიღონ მონაწილეობა. ყველაზე აქტიურები პრიზებს მიიღებენ – მაგალითად, ნიდერლანდებში საგზურს ან ახალ ველოსიპედს.

ინდივიდუალური მიღწევებისთვის ვირტუალურ ნიშნებსაც გადასცემენ.
დამსაქმებლები, რომლებიც ინიციატივას დაუჭერენ მხარს, შეძლებენ თანამშრომელთა მიღწევებს მიადევნონ თვალი და თავისი შიდა შეჯიბრებები მოაწყონ.

აქცია წელს უკვე მეოთხედ ტარდება და ამ დროის განმავლობაში მას 3,5 ათასი ადამიანი შეუერთდა, პარტნიორ კომპანიათა რიცხვი კი 5-დან 55-მდე გაიზარდა. გასულ წელს მონაწილეებმა ჯამში 230 ათასი კილომეტრი გაიარეს და გარემოში 37 ტონით ნაკლები მავნე აირი მოხვდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები