LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

SMART Support – ბიზნეს საკონსულტაციო და მომსახურების კომპანია განვითარების უწყვეტი ფილოსოფიით

224
ქავერი

2023 წლის 11 აპრილს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად კომპანია SMART Support დაარსდა, რომელიც სწრაფ და ეფექტურ დახმარებას გთავაზობთ იმ სფეროებში, რომლებშიც მხარდაჭერა და განვითარება გჭირდებათ.

ლიკა კოვზირიძე, SMART Support-ის დამფუძნებელი:

– კომპანიის დაფუძნების ორ მთავარ მიზეზს გამოვყოფდი – ყველაზე მნიშვნელოვანი კომპანიების მხარდაჭერის სურვილია გუნდის მიერ წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილების გამოყენებით.  გარდა ამისა, ბაზარზე საკმაოდ მაღალი მოთხოვნა და საჭიროება დავინახეთ იმ მომსახურებებზე, რომლებსაც ჩვენ ვთავაზობთ ბიზნესს.

SMART Support-ში სამი ძირითადი მიმართულება გვაქვს: ბიზნეს კონსალტინგი, შერჩევა და განვითარება. მათგან პირველი ორი ორგანიზაციებისთვისაა განკუთვნილი, ხოლო განვითარება როგორც ბიზნესისთვის, ასევე კერძო სექტორისთვის. ყველაზე მოთხოვნადი შერჩევის მიმართულებაა, რადგან შესაბამისი გამოცდილების კანდიდატების მოძიება ბიზნესისთვის დღეს დიდი გამოწვევაა.

საკონსულტაციო მომსახურების მხრივ საჭიროება ძალიან მაღალია, თუმცა გამოყენების მზაობა და გამოცდილება ნაკლებია. შესაბამისად, მომსახურების მიმწოდებელი კომპანიების მხრიდან მნიშვნელოვანია მუშაობა ცნობიერების ამაღლებასა და მის მიმართ ნდობის გაზრდაზე.

ჩვენ მცირე და საშუალო ბიზნესს მხარდაჭერას ვთავაზობთ პროცესების ოპტიმიზაციასა და გაციფრულებაში, რაც საგრძნობლად ამცირებს შეცდომების რაოდენობას და ზრდის მომსახურების ხარისხსა და კომპანიის მომგებიანობას.

ამ დროისთვის სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენლებთან თანამშრომლობის უკვე საკმაოდ მრავალფეროვანი გამოცდილება გვაქვს, იქნება ეს FMCG, Retail, აგრო, სადისტრიბუციო, სატრანსპორტო, სამშენებლო, სამედიცინო, ფარმაცევტული, ფინანსური, კვლევითი, ტელეკომუნიკაციის, წარმოების, ტურიზმისა თუ სტუმარმასპინძლობის სფერო.

კომპანიები ჩვენამდე უმეტესად ჩვენი მომხმარებლების რეკომენდაციებით მოდიან, რაც ძალიან გვახარებს და გვარწმუნებს იმაში, რომ ღირებულ მომსახურებას ვუწევთ.

ასევე, ვზრუნავთ ჩვენი ბრენდის ცნობადობის გაზრდაზე და ყოველდღიურ რეჟიმში ვხვდებით სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებს, ვუზიარებთ ჩვენ შესახებ ინფორმაციას, ვეცნობით მათ საჭიროებებს, გამოცდილებასა და სამომავლო გეგმებს. ამ გზით ცნობადობის გაზრდასთან ერთად, ვავითარებთ კანდიდატების ბაზას, რომელიც ჩვენი ერთ-ერთი კონკურენტული უპირატესობაა და გვეხმარება მომსახურების სისწრაფის გაზრდასა და ხარისხის გაუმჯობესებაში.

 – წარმოდგენა რომ შეგვაქმნევინოთ სამუშაო პროცესზე, რა ეტაპებს მოიცავს დაინტერესებულ მხარესთან თანამშრომლობა?

– შერჩევის მიმართულებით ორნაირი პროცესი გვაქვს:

  • სტანდარტული შერჩევის პროცესი, რომელიც, დაახლოებით, 3-4 კვირა გრძელდება და გულისხმობს საკმაოდ შრომატევად პროცესს: როგორც ბაზაში არსებული კანდიდატების განხილვას, ასევე ახლების მოძიებას, გასაუბრებას, დამკვეთთან ერთად შეხვედრების ორგანიზებას და პროცესის სრულ მართვას შეთავაზების დადასტურებამდე.
  • ბაზრის ანალიზიდან გამომდინარე შევქმენით ახალი პროდუქტი SMART Recruitment, რომლის ძირითადი უპირატესობა მდგომარეობს დროის და თანხის დაზოგვაში. სტანდარტული შერჩევისგან განსხვავებით, ხდება კანდიდატების მოძიება არსებულ ბაზაში, სატელეფონოდ პირობების დაზუსტება და დაინტერესების შემთხვევაში მონაცემების გაზიარება დამკვეთთან, ამ პროცესის ხანგრძლივობა დაახლოებით 3-5 დღეა.

რაც შეეხება საკონსულტაციო მიმართულებას, პროცესი ძალიან განსხვავებულია პროექტის საჭიროებიდან გამომდინარე, რაც იკვეთება დამკვეთთან რამდენიმე შეხვედრის შემდეგ.

– გაციფრულება ახსენეთ და, კომპანიების საქმიანობის გაციფრულების ტენდენციაზე უფრო ვრცლად რომ ვისაუბროთ, რა რეკომენდაციები გაქვთ ამ მიმართულებით?

– დღევანდელ სწრაფ ბიზნეს გარემოში კონკურენტუნარიანობის შენარჩუნება გაციფრულებას მოითხოვს. ბიზნეს პროცესების ციფრული ტრანსფორმაცია არ არის მხოლოდ ტენდენცია, ეს არის აუცილებლობა ზრდისა და წარმატებისთვის.

ბევრ კომპანიას მიაჩნია, რომ გაციფრულების პროცესი დიდ დროსთან და ხარჯებთანაა დაკავშირებული, თუმცა ბიუჯეტიც და ვადაც დამოკიდებულია პრობლემის ზომასა და ამოცანაზე. მთავარია ჯერ მისი იდენტიფიცირება, შემდეგ უკვე მოგვარების გზების პოვნა.

რიგ შემთხვევაში საკმარისია სამუშაო პროცესის შემუშავება და ფუნქცია-მოვალეობების სწორი გადანაწილება ან მარტივი ციფრული გადაწყვეტა, მაგალითად, Google Sheet-ში ფორმის აწყობა. ზოგი საკითხი და პროცესი კი უფრო კომპლექსურ მიდგომას ითხოვს, შესაბამისად, ბევრად ძვირი ჯდება და დიდ დროით რესურსს მოითხოვს. აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია პროცესების პირველადი დიაგნოსტიკის ჩატარება.

ჩამოვთვლი იმ რამდენიმე საკითხს, რაშიც გაციფრულება ეხმარება კომპანიებს:

  • ეფექტურობის გაზრდა
  • მონაცემებზე ორიენტირებული გადაწყვეტილებები
  • მომხმარებლის კმაყოფილების ზრდა
  • ხარჯების დაზოგვა

გავაზიარებ ჩვენი კომპანიის მაგალითს – მას შემდეგ, რაც დავნერგეთ პროგრამა, რომელშიც ხელოვნური ინტელექტის მოდულია ინტეგრირებული, ადამიანური რესურსის მიერ დახარჯული დრო 50%-60%-ით შემცირდა, ხოლო აღსრულების ხარისხი, მექანიკური შეცდომების გამორიცხვის გზით, კიდევ უფრო გაიზარდა.

მინდა ხაზი გავუსვა, რომ გაციფრულების კუთხით გვყავს 2 ძირითადი პარტნიორი – IBA Group და Helio.AI.

IBA Group არის 15 ქვეყანაში წარმოდგენილი პროგრამული უზრუნველყოფის საერთაშორისო კომპანია, რომელიც ბაზრებს მოქნილ და კონკურენტულ ინსტრუმენტს სთავაზობს –  შესაძლებელია როგორც სრული ERP სისტემის დანერგვა, ასევე ცალკეული მოდულების. ხოლო Helio.AI ქართული ინოვაციური სტარტაპია, რომელიც შერჩევის პროცესის ავტომატიზაციასა და  გამარტივებაზეა ორიენტირებული.

– ლიკა, საკუთარი კომპანიის მომავალი როგორ წარმოგიდგენიათ?

– უახლოესი ერთი წლის გეგმაა, რომ კომპანიების ძირითადი ნაწილი გვიცნობდეს როგორც საიმედო პარტნიორს, რომელიც ყოველთვის მზად არის მათი მხარდაჭერისთვის და გვქონდეს ერთმანეთთან თანამშრომლობის გამოცდილება, შემდეგ კი საერთაშორისო ბაზარზე გასვლას ვგეგმავთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები