LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სმარტფონები 3 ევროდ – თაღლითური სქემა

83

მსოფლიოში ყველაზე იაფი სმარტფონების კომპანია Ringing Bells–ის დირექტორი მოჰიტ გოელი დააპატმრეს–ინდოეთის პოლიციამ მას თაღლითობაში დასდო ბრალი.

კომპანია Ringing Bells 2015 წელს დარეგისტრირდა, 2016 წლის ნოემბრიდან კი 3 ევროდ სმარტფონების – “The Freedom 251“-ის წინასწარი გაყიდვა დაიწყო.

The Freedom 251“ –ინდოეთში გამოშვებული სმარტფონებია, რომელთა ფასი 251 რუპია ანუ 3 ევროა.

მომხმარებელთა ნაწილმა აღნიშნული სმარტფონი მიიღო, თუმცა კომპანიას ბრალი დასდეს, რომ ის მოთხოვნებს და შეკვეთებს სრულყოფილად არ ასრულებდა.

სმარტფონი “Freedom 251”

 

მსგავსი საჩივრები

მომხმარებლების გარდა, დისტრიბუტორი კომპანიებიც გამოთქვამენ უკმაყოფილებას აღნიშნული კომპანიის მიმართ. როგორც კომპანია Ayam Enterprises–ის წარმომადგენლები ამბობენ, სმარტფონების დისტრიბუციისთვის მათ დაპირებული 3 მილიონი რუპიას ნაცვლად, 1.4m მიიღეს.

მათივე თქმით, როცა დანარჩენი თანხა მოითხოვეს, კომპანიის დირექტორი მათ მოკვლით დაემუქრა.

 

სასამართლო

მოჰიტ გოელი სასამართლოს წინაშე დღეს წარსდგება. როგორც BBC-სთან სამართალდამცველები აცხადებენ, მის წინააღმდეგ უამრავი მომჩივანია და გამოძიებამ ყველა მათგანის პრეტენზიებს პასუხი უნდა გასცეს:

“ტექნოლოგიური თაღლითობები გახშირდა. ყველას ვურჩევდი კარგად მოიკვლიონ პროდუქტი და კომპანია ნივთის შეძენამდე”

 

მოქმედების სქემა 

კომპანიამ მომხმარებლებისგან წინასწარი შეკვეთები და ფულის მიღება წინა წლის თებერვალში დაიწყო, იმ პირობით რომ ივნისში შეძენილი ტელეფონები უკვე მომხმარებლებს გადაეცემოდათ.

იაფი ტელეფონები, რომლებიც კომპანიის საიტის მეშვეობით იყიდებოდა, მაშინვე მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა. მოთხოვნამ საბოლოოდ სერვერების გათიშვა გამოიწვია.

ტელეფონები, როგორც კომპანიის დირექტორი ამბობდა, ინდოეთის ბაზარზეა დამზადებული. მისი თქმით, სწორედ ეს განაპირობებდა დაბალ ფასს. Ringing bells უარყოფდა მთავრობის მიერ რაიმე სახით სუბსიდირებას მის ბიზნესში. თავიდანვე ამ იდეას უამრავი კრიტიკოსი გამოუჩნდა. ვერავინ ახსნა, როგორ შეიძლებოდა სმარტფონების ასე იაფად წარმოება და გაყიდვა.

ექსპერტები ამბობდნენ, რომ ტელეფონის თვითღირებულება გასაყიდ ფასზე 8–ჯერ მეტი იყო. ამას გარდა, გასათვალისწინებელია მარკეტინგული ხარჯები. მათი გათვლებით, კომპანია 90%–იან წაგებაზე მუშაობდა.

აღსანიშნავია, რომ ინდოეთის ბაზარზე სმარტფონები საკმაოდ იაფი ღირს. მათი ფასები ადგილობრივ ბაზარზე 21 ევროდან იწყება. თუმცა 3 ევროიანი სმარტფონები, როგორც აღმოჩნდა, მხოლოდ დიდი თაღლითობის შედეგია.

თამთა უთურგაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g