აშშ-ს საგზაო უსაფრთხოების ნაციონალიურმა ადმინისტრაციამ (NHTSA) მობილური გაჯეტებისთვის განსაკუთრებული რეჟიმის შექმნის იდეა – Driver Mode წამოაყენა, რომელიც მძღოლს მართვისას ნაკლებად გაუფანტავს გონებას.
ავიარეჟიმის ანალოგმა სმარტფონის ინტერფეისი უნდა გაამარტივოს, რომ ავტომობილისტებმა უფრო სწრაფად და ადვილად იპოვონ მათთვის სასურველი ფუნქცია. ექსპერტების აზრით, ასეთი გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად შეამცირებს გაჯეტების გამოყენებაზე დახარჯულ დროს.
NHTSA-ში მიიჩნევენ, რომ გაჯეტის მუშაობის განსაკუთრებული რეჟიმის აქტივირება შესაძლებელი იქნება როგორც ავტომატურად, ისე ხელით.
Driver Mode-მა ავტორების აზრით, მობილურის ინტერფეისი არა მხოლოდ უნდა გააუმჯობესოს, არამედ მოძრაობისას ზოგიერთი ფუნქციის სრული დეაქტივირება მოახდინოს. მაგალითად, უნდა შეზღუდოს ვიდეოებისა და ფოტოების, ასევე კითხვისთვის განკუთვნილი შეთავაზებების დათვალიერება.