LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სმარტფონი, რომელიც მეპატრონის განწყობას სელფის საშუალებით გამოიცნობს

57

Sony-ს ინჟინერებმა საკმაოდ საინტერესო სიახლე დააპატენტეს. იაპონური კომპანიის წარმომადგენლებს სურთ, სმარტფონმა მისი მეპატრონის განწყობა სელფის საშუალებით გამოიცნოს.

ახალი სისტემა ერთმანეთისგან მოწყენილ და ბედნიერ ფოტოებს გაარჩევს, ამასთან, მოწყობილობა გაარკვევს სად, როდის და რა ვითარებაში გადაიღეს სელფი.

აღსანიშნავია, რომ მსგავს სიახლეზე კომპანიაში საუბარი ჯერ კიდევ 2013 წელს დაიწყო, თუმცა ამ დრომდე მისი რეალიზება ვერ მოხერხდა, შესაბამისად, როდის მოხდება მისი სრულყოფა, ამ დროისთვის უცნობია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები