რამდენიმე კვირის წინ ცნობილი გახდა სმარტფონ Geotel G1-ის შესახებ, რომლის დაზიანებაც, ფაქტობრივად, შეუძლებელია. დღეს მის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი – Geotel G1-ს სხვა მოწყობილობების დატენვაც შეუძლია, ამისათვის მას სპეციალური USB და microUSB პორტები აქვს, რომლებიც დახურულია და ერთი შეხედვით არ ჩანს.
ავტონომიურ რეჟიმში, თუ გამუდმებით ილაპარაკებთ, გაჯეტი 27 საათი იმუშავებს, ხოლო მარტო მუსიკის მოსმენის რეჟიმში ის 32 საათი გაძლებს.
სასიამოვნოა სმარტფონის ფასიც და ის მხოლოდ 100 დოლარს შეადგენს.

