კომპანიამ Sony Mobile Communications სმარტფონ Sony Xperia X Performance-ის გაყიდვები ტაივანიდან დაიწყო. უახლოეს მომავალში სიახლე სხვა აზიურ ქვეყნებშიც გამოჩნდება, მათ შორის ტაივანსა და ჰონგკონგში. ივლისიდან სმარტფონი ევროპასა და აშშ-ში გაიყიდება და მისი ფასი 699 ევრო და 699 დოლარი იქნება.
შეგახსენებთ, რომ Xperia X Performance აღჭურვილია 5 დიუიმიანი Full HD დისპლეით, 23 მეგაპიქსელიანი ძირითადი და 13 მეგაპიქსელიანი წინა კამერით. სმარტფონის სხვა მახასიათებლები უცნობია.