იტალიელმა გამომგონებელმა, კლემენტე ბიონდომ შექმნა სმარტფონების შალითა, რომელიც ესპრესოს მოგიდუღებთ. სიახლის წარმოებაში ჩასაშვებად Kickstarter-ზე თანხების მოძიება უკვე დაწყებულია.
Mokase წყალს 50-60 გრადუს ცელსიუსამდე ადუღებს და რვა წუთში 25 მილილიტრ ყავას ამზადებს. სასმელის მოსამზადებლად ასევე აუცილებელია სპეციალური კაფსულის შეძენა, რომელიც შალითაში თავსდება.
სიახლე 80 ევრო ღირს, კომპლექტში მას ყავისთვის საკეცი ჭიქაც მოჰყვება.