LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სმარტი ქსელის გაფართოებას პატარა ზომის სუპერმარკეტებით გააგრძელებს

113

სუპერმარკეტების ქსელმა „სმარტი“ ახალ ფორმატზე გადასვლის შემდგომ, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, „მუშტაიდის ბაღთან“ მდებარე „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურთან პირველი სუპერმარკეტი გახსნა.

როგორც ”ვისოლ ჯგუფში” აცხადებენ, მომხმარებელთა წასახალისებლად მხოლოდ 4 დღით, 26 ოქტომბრიდან 29 ოქტომბრის ჩათვლით „სმარტის“ ყველა მომხმარებელს იტალიური ყავა „ტრუჩილოს“და „დანკინ დონატსის“ ნებისმიერი დონატის შეძენა მხოლოდ ერთ ლარად შეეძლება.

კომპანიის ინფორმაციითვე, „სმარტი“ „მუშტაიდის ბაღთან“ პატარა ფორმატის სუპერმარკეტია, სადაც ევროპული და ადგილობრივი წარმოების ყოველდღიური მოხმარების პროდუქტების ფართო ასორტიმენტია წარმოდგენილი.

”ახალგახსნილ სუპერმარკეტში მომხმარებელს კომპფორტული კაფე ელის, სადაც „სმარტის“ წარმოებულ უგემრიელეს საკონდიტრო ნაწარმსა, თუ ფუნთუშეულს და „დანკინ დონატსის“ მრავალფეროვან დონატებს იტალიურ ყავა „ტრუჩილოსთან“ერთად სულ სხვა გემო აქვს”, – აღნიშნავან ”ვისოლ ჯგუფში” .

მათივე ინფორმაციიძთ, “სმარტი” ქსელის განვითარებას საწყის ეტაპზე შერჩეულ ფორმატში, კერძოდ კი პატარა ზომის სუპერმარკეტებით გააგრძელებს და უახლოეს მომავალში „სმარტის“ პატარა ფორმატის სუპერმარკეტების უმრავლესობა ავტო და გაზ-გასამართ სადგურებზე და ავტობანებზე განთავსდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები