LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სმარტი” თბილისობას ფასდაკლებებით შეხვდა

197

„სმარტმა” მცხეთობისა და თბილისობის დღესასწაული წელს განსაკუთრებულად აღნიშნა. როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, ”სმარტმა” სადღესასწაულო განწყობის შექმნა 14 ოქტომბრიდან თბილისობას ყველაზე მოთხოვნად პროდუქტებზე – ქართულ ხორცპროდუქტებსა  და ყოველდღიური მოხმარების  საკვებზე  ფასდაკლებით დაიწყო. დამატებით, გლდანის „სმარტში“ ფასდაკლება იყო   ხილ-ბოსტნეულზეც.

“სუპერმარკეტი „სმარტი“ ყოველთვის ცდილობს, ერთგული მომხმარებელი ექსკლუზიური შეთავაზებებითა და წამახალისებელი აქციებით გაანებივროს. სადღესასწაულოდ ყველაზე მოთხოვნად პროდუქტებზე ფასდაკლების აქციით და გასართობი ღონისძიებებით გვსურდა  თბილისის მოსახლეობისთვის მიგველოცა თბილისობის დღესასწაული და მადლობა გადაგვეხადა გლდანის „სმარტის“ მომხმარებელისთვის  ერთგულებისათვის“,- განაცხადეს  „სმარტში“.

მათივე ცნობით, „სმარტი“ გამორჩეულია ბაზარზე უმაღლესი ხარისხის პროდუქტის ფართო არჩევანითა და მომსახურების ევროპული სტანდარტებით. „ვისოლ ჯგუფმა“ „სმარტის“ ქსელის განვითარება 2010 წელს დაიწყო. „სმარტის“  თექვსმეტი სუპერმარკეტები დღესდღეობით წარმატებით ფუნქციონირებს მთელი საქართველოს მასშტაბით.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები