სუპერმარკეტების ქსელი „სმარტი“გერმანული ტექნოლოგიებით გამომცხვარი პურის რეალიზაციას იწყებს. როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, საქართველოში „სმარტის“ მოწვევით ჩამოსულმა ცნობილმა გერმანელმა პურ-პროდუქტების განვითარების ექსპერტმა ულრიხ ლენარცმა „სმარტის“ ახალი ტექნოლოგიებით შექმნილი პურები პირველად დარგის ექსპერტებს, ცნობილ კულინარებს გაასინჯა.ულრიხ ლენარცი საქართველოს რამდენიმე თვის წინაც სტუმრობდა და მის მიერ „სმარტის“ ხაბაზებისათვის ჩატარებული მასტერკლასების შემდგომ „სმარტმა“ პურის ცხობის გერმანული ტექნოლოგია დანერგა.
კომპანიის ინფორმაციით, ცხობის თანამედროვე ტენდეციები, ჯანსაღი ალტერნატივები პურის ინგრედიენტებში, პურის მადის აღმძვრელი ვიზუალი, საგემოვნო თვისებები: ეს ის მიმართულებებია, რომლებიც ულრიხმა „სმარტის“ ხაბაზებს ასწავლა. გერმანელი ექსპერტის რეკომენდაციით შექმნილ ახალ პურ-პროდუქტებთან ერთად „სმარტი“ ხვალიდან ჯამურად უკვე 20-მდე სახეობის პურს შესთავაზებს მომხმარებელს, რომელიც ჭვავის და ხორბლის უმაღლესი ხარისხის ფქვილით მზადდება და მზესუმზირით, თეთრი და შავი სეზამის მარცვლებით, შვრიის ფანტელით, ხორბლით, ღერღილი სიმინდითა თუ წიწიბურათი იღებს უნიკალურ საგემოვნო თვისებებს.
“სმარტი“ მუდმივად ანებივრებს ერთგულ მომხმარებლებს ექსკლუზიური შეთავაზებებითა და საინტერესო, გემრიელი სიახლეებით. ცნობილი გერმანელი პურ-პროდუქტების განვითარების ექსპერტის ულრიხ ლენარცის დახმარებით„სმარტი“ მომხმარებლებს კიდევ უფრო მრავალფეროვან პურ-პროდუქტების არჩევანს შესთავაზებს და გერმანული ტექნოლოგიებით გამომცხვარი სხვადასხვა სახეობის პურები ყველაზე მომთხოვნ მომხმარებელსაც ვერ დატოვებს გულგრილს. დარწმუნებულები ვართ, რომ სმარტის საკონდიტრო შეთავაზებებით მომხმარებელი კმაყოფილი დარჩება,“ – განაცხადა „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.
ცნობისთვის, ულრიხ ლენარცის პურის ცხობის ტექნოლოგიების განვითარების ოცდაათწლიანი გამოცდილება აქვს. გერმანელი პურ-პროდუქტების განვითარების ექსპერტის რეკომენდაციით „სმარტში“ პურ-პროდუქტები საფუარისა და შაქრის გარეშე დამზადდება და დაბალკალორიული პურის არჩევანიც გამრავალფეროვნდება.