„სმარტის“, „ვენდისა“ და „დანკინ დონატსის“ ერთობლივი სასაჩუქრე აქცია დაიწყო. როგორც ”ფორტუნას” ”ვისოლ ჯგუფიდან” აცნობეს, „სმარტის“ სუპერმარკეტებში ყოველი 30 ლარის ღირებულების პროდუქტის შეძენისას მომხმარებელი მიიღებს საჩუქრად 1 ლარიან ვაუჩერს, რომლის განაღდებასაც შეძლებს როგორც „სმარტში“, ისე „ვენდისსა“ და „დანკინ დონატსში“.
მათივე ინფორმაციით, ეს „სმარტის“ პირველი შეთავაზებაა, როცა წამახალისებელ აქციაში როგორც „ვენდი“, ისე „დანკინ დონატსია“ ჩართული და მომხმარებელს დაგროვებული სასაჩუქრე ვაუჩერებით „სმარტის“ ნებისმიერი პროდუქტის შეძენისა და ამერიკული რესტორნების მენიუს დაგემოვნების შესაძლებლობას აძლევს.
“სმარტი“ მუდმივად ანებივრებს ერთგულ მომხმარებლებს ექსკლუზიური შეთავაზებებითა და საინტერესო, გემრიელი სიახლეებით. აღნიშნული წამახალისებელი აქციით გვსურს მომხმარებელს მადლობა გადავუხადოთ ურთიერთობისათვის და „სმარტში“ ყოველი 30 ლარის ღირებულების პროდუქტის შეძენისას მიღებული სასაჩუქრე ვაუჩერების სასურველ პროდუქტში გადაცვლის უფრო დიდი არჩევანი მივცეთ. ვფიქრობ, სასიამოვნო იქნება „სმარტში“ უმაღლესი ხარისხის პროდუქტების შეძენასთან ერთად გარკვეული თანხის უკან დაბრუნების შესაძლებლობა, განსაკუთრებით მაშინ, თუ მისი საშუალებით „სმარტის“ ნებისმიერ პროდუქტს, ან „ვენდისა„ და “დანკინ დონატსის“ ნებისმიერ გემრიელ მენიუს შეიძენ“,- აცხადებს „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე.
ცნობისთვის, „ვისოლ ჯგუფმა“ „სმარტის“ ქსელის განვითარება 2010 წელს დაიწყო. საქართველოს მასშტაბით ამ დროისთვის „სმარტის“ თექვსმეტი სუპერმარკეტი ფუნქციონირებს.