LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზაში რეგისტრირებული ბავშვების რაოდენობა 5,2%-ით გაიზარდა“ – ომბუდსმენის ანგარიში

131
სახალხო დამცველის ანგარიში

„სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული ბავშვების რაოდენობა, წინა წელთან შედარებით, 5,2%-ით გაიზარდა“ – აღნიშნული სტატისტიკური მონაცემები ასახულია 2023 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშში, რომელიც ომბუდსმენმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე წარადგინა.

სახალხო დამცველმა მოკლედ წარმოადგინა ანგარიშის ძირითადი მიგნებები, განსაკუთრებული ყურადღება კი გაამახვილა ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით გამოკვეთილ ტენდენციებზე, რომლებიც ხელისუფლების მხრიდან სათანადო რეაგირებას საჭიროებს.

როგორც სახალხო დამცველის ანგარიშშია აღნიშნული, ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა – ბავშვთა სიღარიბეა. მოხსენების მიხედვით, მოსახლეობის განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფს განეკუთვნებიან ასევე, ხანდაზმულები.

„სახალხო დამცველმა ვრცლად ისაუბრა უსახლკარო პირთა პრობლემებზე, საკანონმდებლო ხარვეზებზე, ერთიანი პოლიტიკის არარსებობაზე, სოციალური საცხოვრისებში არსებულ არასათანადო გარემოზე.

დღემდე არ დამტკიცებულა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შესახებ მისაწვდომობის ეროვნული გეგმა და ინფორმაციისა და კომუნიკაციის მისაწვდომობის სტანდარტები. პრობლემურია ინკლუზიური განათლების ხარისხი და უწყვეტობა, ასევე, სხვადასხვა დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში შშმ პირთა და მათი ორგანიზაციების არსებითი მონაწილეობა. გამოწვევებს შორის რჩება ძალადობის ფაქტების გამოვლენა და მათზე ეფექტიანი რეაგირება“, – აღნიშნულია ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g