LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოციალური დახმარების მიღებას უკვე 810 ათასი ბავშვი ელოდება

93
117165719-1760064754131421-2492727182855810576-o

სოციალური დახმარების მისაღებად 810 ათასი ბავშვის განაცხადია რეგისტრირებული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„ჩვენ ერთობლივი გადაწყვეტილებით, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობით, სწავლის სასწავლო კლასებში განახლების შესაძლებლობა გვაქვს, რაც მნიშვენლოვანია როგორც ბავშვებისთვის, ასევე ოჯახებისთვის. ამასთანავე, მინდა გითხრათ, რომ ეს პროგრამა გაგრძელდება პირველ დეკემბრამდე და ამ თანხების დარიცხვა დაიწყება პირველი სექტემბრიდან. შესაბამისად, გაგრძელდება წლის ბოლომდე, ახალი განაცხადების შემოსვლის შემთხვევაში, უკვე პირველ დეკემბრამდე. მნიშვნელოვანია, რომ დღეის მონაცემებით, შემოსულია 810 ათას ბავშვზე განაცხადი, რაც გულისხმობს 482 ათას ოჯახს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სწორი და ეფექტიანი სოციალური დახმარება, რომელიც ჩვენ მივიღეთ, ერთობლივად გადავწყვიტეთ. ეს დასტურდება უამრავი სხვადასხვა კვლევით და რაც პირველ რიგში, მიმართულია, კრიზისის პირობებში, მოსალოდნელი სიღარიბის დონის გაზრდის წინააღმდეგ და, რა თქმა უნდა, მიმართულა ჩვენი მოქალაქეების, ოჯახების მხარდასაჭერად“, – აღნიშნა გახარიამ.

პრემიერმა განმარტა, რომ მოქალაქეებს, რომლებსაც დავალიანება აქვთ, დახმარების ჩარიცხვის შემდეგ თანხას არ ჩამოაჭრის.

„მოგეხსენებათ, სულ რამდენიმე ხნის წინ გამოვაცხადეთ 18 წლამდე ბავშვების სოციალური მხარდაჭერის პაკეტი, რომელიც მოიცავს თითეულ ბავშვზე 18 წლამდე 200 ლარიან დახმარებას, თუმცა აქ იყო გარკვეული ტექნიკური შესაძლო პრობლემები, რომლებიც ჩვენ მოვაგვარეთ. გუშინ გვქონდა შეხვედრა საბანკო სექტორთან და მათთან საუბრის შემდეგ მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება, რომ ეს სოციალური დანარიცხი, რომლესაც მიიღებენ მოქალაქეები, ოჯახები, არც ერთ შემთხვევაში არ იქნება საბანკო ვალდებულებების აღსასრულებლად მიმართული. ასე რომ, უბრალოდ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ საბანკო სესხი, ეს თანხა ვერ იქნება და არ იქნება გამოყენებული სესხის დასაფარად. ავტომატურად ბანკი ამ თანხას ვერ ჩამოაჭრის, ისევე როგორც კანონმდებლობის შესაბამისად, არც ერთი სხვა აღსრულების მექანიზმი ამ სოციალურ დახმარებას არ შეეხება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამასთან, როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, სოციალური დახმარება, რომელსაც ბავშვები მიიღებენ, ერთ-ერთი ყველაზე სწორი და ეფექტიანი დახმარებაა, რაც არა ერთი კვლევით არის დადასტურებული.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g