LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოციალური მუშაკები ქვეყნის მასშტაბით გაფიცვას აანონსებენ

355
სოცები მშაკები

25 მარტიდან ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მუშაკები გაიფიცებიან, ამის შესახებ დღეს განცხადება თავად სოციალურმა მუშაკებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან გააკეთეს.

გადაწყვეტილების შესახებ მათ უწყებას ოფიციალური წერილით მიმართეს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სამინისტროს მიერ დანიშნულმა მედიაციამ შედეგი ვერ გამოიღო და სოციალური მუშაკების 22 პუნქტიანი მოთხოვნიდან, სრულად სამინისტრომ არცერთი შეასრულა. მათი განმარტებით, ოჯახიდან ბავშვის განრიდების გარდა, არცერთი კუთხით მუშაობას არ გააგრძელებენ.

„სოციალურ მუშაკებს გაფიცვასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროში დღეს შეგვაქვს განცხადება. გაფიცვა გამოიწვია იმან, რომ სოციალური მუშაკები ვართ უმძიმეს მდგომარეობაში. მედიაციის პროცესი უშედეგოდ დასრულდა. გამომდინარე აქედან, გადავწყვიტეთ, მთელი საქართველოს მასშტაბით, 25 მარტიდან გავიფიცოთ. ჩვენ გვქონდა 22 პუნქტიანი გეგმა და რადგან არცერთი პუნქტი არ შეასრულეს, ამიტომ ვაპირებთ გაფიცვას,“ – განაცხადა ერთ-ერთმა სოციალურმა მუშაკმა სოფიო ბოლოკაძემ.

სოციალურმა მუშაკებმა შრომის პირობების გაუმჯობესება, ინფრასტრუქტურული პროექტების მოგვარება, ხელფასების ზრდა და სხვადასხვა სერვისის განვითარება მოითხოვეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g