LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფელ ანაგის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

170
anaga

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებმა სასმელი წყლის პრობლემის მოგვარების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს. შეკრებილები ირწმუნებიან, რომ ორ თვეზე მეტია, ათობით ოჯახი სასმელი წლის გარეშეა დარჩენილი, რის გამოც მათ წყლის აღება მეზობელი სოფლიდან უწევთ.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ წყლის დეფიციტი ზოგიერთი ოჯახის მიერ სასმელი წყლის სარწყავად გამოყენებამ გამოიწვია.

აქციის მონაწილეებს სიღნაღის ვიცე-მერი მადონა ბატიაშვილი შეხვდა და მერიის შესაბამისი სამსახურს მიერ საკითხის შესწავლას და პრობლემის დროულად მოგვარებას დაჰპირდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები