LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფელ ბაბილთან ჩამოსული მეწყერი იწმინდება და მოძრაობა უახლოეს პერიოდში აღდგება

260
გზა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 91-ე კმ-ზე სოფელ ბაბილთან ჩამოწოლილი მეწყერი ინტენსიურ რეჟიმში იწმინდება. ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა.

სოფელ ბაბილთან მეწყერი 5 მაისს გამთენიას ჩამოწვა, რის გამოც დროებით შეზღუდულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ავტოტრანსპორტის მოძრაობა უახლოეს პერიოდში აღდგება.

magti 5g