LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფელ ბაბილთან დილით მეწყერი ჩამოწვა, რის გამოც ყველა სახის სატრანსპორტო მოძრაობა დროებით აკრძალულია

184
მეწყერი

ლენტეხი-ლასდილის გზის 91-ე კილომეტრზე, სოფელ ბაბილთან, დილის საათებში მეწყერი ჩამოწვა, რის გამოც ყველა სახის სატრანსპორტო მოძრაობა დროებით აკრძალულია. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს და მოსახლეობას შეფერხების შესახებ აფრთხილებს.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ მეწყერში ერთი ავტომობილი მოყვა, რომელშიც ორი მგზავრი იყო, თუმცა მათ ავტომობილიდან გამოსვლა მოახერხეს და უვნებლად გადარჩნენ.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა, მიმდინარეობს გზის გაწმენდისა და აღდგენის სამუშაოები.

სტიქიის ზონაში იმყოფება ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი გია ონიანი, ცენტრალური საავტომობილო დეპარტამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად.

გზა სატრანსპორტო მოძრაობისთვის სავარაუდოდ დღის განმავლობაში გაიხსნება.

მოსახლეობის საყურადღებოდ! ლენტეხი-ლასდილის გზის 91-ე კილომეტრზე, სოფელ ბაბილთან, დილის საათებში მეწყერი ჩამოწვა, რის…

Posted by ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერია on კვირა, 04 მაისი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g