სოფელ ბობოყვათში საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე დაკავებულ ოთხივე პირს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2000- 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
გამოძიება მათ წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება.
აქციის მონაწილეები სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან და აცხადებენ, რომ ჯარიმას არ გადაიხდიან.
“აქციებს გავაგრძელებთ, არ დავთმობთ წინაპრების მიწებს. გაუქმდეს გამოცხადებული აუქციონი და ტერიტორია ჩვენს საკუთრებაში დაბრუნდეს”,- აცხადებენ სოფელ ბობოყვათის მცხოვრებლები.