LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფელ ჭალადიდში ოჯახი დააყაჩაღეს – თავდამსხმელებმა ოჯახის წევრები გაკოჭეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ

377
508f0cfa508fd6ad8625ac4e3f892e9f_XL

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში ოჯახი დააყაჩაღეს. შემთხვევა 10 ნოემბერს მოხდა.

ადგილობრივები ჰყვებიან, რომ სარალიძეების ოჯახს რამდენიმე შეიარაღებული და ნიღბიანი პირი თავს დაესხა. ისინი ფულსა და ოქროს ითხოვდნენ.

არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ოჯახის წევრები გაკოჭეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. როგორც ირკვევა, წაღებულია 500 ლარამდე თანხა და ოქრო.

ადგილზე სამართალდამცველები მუშაობდნენ. შსს-ს ცნობით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g