სოფელ ჩუმლაყში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია დაარბიეს. ფაქტი გუშინ, გვიან ღამით მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, წაღებულია თანხა ასევე, დაზიანებულია ხატები და ჩამტვრეულია ფანჯარა.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებულები.
როგორც “ფორტუნას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 177 მუხლის მეორე ნაწილის ბ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.