დედოფლისწყაროში ავტოსაგზაო შემთხვევას 59 წლის კაცი ემსხვერპლა.
ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ გამარჯვებასთან იმ დროს მოხდა. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა.
შედეგად, 59 წლის მამაკაცი, ადგილზე დაიღუპა, სამი ადამიანი კი დაშავდა.
სამივე მათგანი მათ შორის ორი არასრულწლოვანი, წნორის არქიმედეს კლინიკაში არიან გადაყვანილი.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს