LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფელ გლოლას ელექტრომომარაგება აღუდგა, ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება მხოლოდ კურორტ შოვს

123
BeFunky-collage - 2023-08-03T220515.926

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკურმა ბრიგადებმა მოახერხეს და ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგინეს ონის მუნიციპალიტეტის სოფელ გლოლას, – აღნიშნულის შესახებ „ენერგო-პრო ჯორჯია“ განცხადებას აქვეყნებს.

„რაჭაში, ჩამოწოლილი მეწყერის გამო ავარიულად გამოირთო ელექტროგადამცემი ხაზები. ამჟამად ელექტროენერგია არ მიეწოდება მხოლოდ კურორტ შოვს. ონის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლები ელექტროენერგიით სტაბილურად მარაგდება.

ამ დროისთვს, შოვში ჩამოწოლილი მეწყერის გამო გადაადგილება შეუძლებელია. შესაბამისად, ჯერჯერობით ვერ ხერხდება იქ არსებული ელექტროქსელის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის დაზუსტება“, – აცხადებენ „ენერგო-პრო ჯორჯიაში”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები