LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფელ კაბალთან ადიდებულმა მდინარემ კაბალისხევის ხიდი ჩაკეტა, რის გამოც თიანეთი–ახმეტა–ყვარელი–ნინიგორის გზის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეზღუდულია

119
2025-09-27_23-25-59_073372

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თიანეთი – ახმეტა – ყვარელი – ნინიგორის საავტომობილო გზის 123-ე კილომეტრზე, სოფელ კაბალთან, ადიდებულმა მდინარემ კაბალისხევის ხიდი ჩაკეტა.

შედეგად, აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

მათივე ცნობით, შეზღუდვის პერიოდში გადაადგილება შესაძლებელი იქნება ალტერნატიული მარშრუტებით – შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გურჯაანი–ჭაბუკიანი–აფენი–კაბალის გზით და საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–ბაკურციხე–ლაგოდეხის საავტომობილო გზით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g