LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფელ კარდანახში ღვინის ტრადიციული ფესტივალი ჩატარდება

135
ღვინის ფესტივალი

5 ოქტომბერს, კახეთში, სოფელ კარდანახში, ღვინის ფესტივალი მეოთხედ ჩატარდება.

ფესტივალის მიზანი კარდანახის ღვინისა და ადგილწარმოშობის ღვინოების პოპულარიზაცია, ახალი ჯიშების და უცნობი ღვინოების აღმოჩენა, უშუალოდ მწარმოებლებთან შეხვედრა და გაცნობაა.

ღონისძიების სტუმრებს, ადგილობრივი მწარმოებლების მიერ წარმოდგენილი ღვინოების გასინჯვის გარდა, საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ: ყურძნის დაწურვაში, ჭაჭის გამოხდა-დეგუსტაციაში, ჩურჩხელის ამოვლებაში, კახური შოთის გამოცხობაში, მწვადის შეწვაში, სხვადასხვა მასტერკლასებსა და აქტივობებში. ღონისძიება გაიმართება ცოცხალი მუსიკის თანხლებით.

ფესტივალს სასტუმრო „ამპელო“ უმასპინძლებს. ღონისძიების ორგანიზატორია ღვინის კომპანია „კარდანახი 1888“.

ფესტივალის შესახებ გადაცემაში „ბიზნესნიუსი“ კარდანახის ღვინის ფესტივალის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა გვანცა აბაშიძემ ისაუბრა:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g