სოფელ კოდასა და სოფელ აბანოს მიმდებარე ტერიტორიაზე, დღეს დილის 9 საათზე სავარაუდოდ, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები გამოჩდნენ. საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მათი გადაადგილების ამსახველ ვიდეომასალას სოციალურ ქსელში დავით ქაცარავა ავრცელებს. როგორც”ფორტუნას” ქაცარავამ განუცხადა, ე.წ. მესაზღვრეები ამ დრომდე საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებიან, სოფელ კოდასთან, სადაც მოწყობილი აქვთ საგუშაგო პუნქტი და ტერიტორიის აზომვა ხდება.
“კოდას მიმდებარე ტერიტორიაზე რუსები დილიდან გამოჩნდნენ, დილით საკუთარ ხელმძღვანელებთან ერთად იყვნენ მოსული, არიან ისეთ წერტილში, სადაც კოდის მიმდებარე ტერიტორიას მთლიანად აკონტროლებენ. იყვნენ ცხენებით, შემდეგ ხელმძღვანელები წავიდნენ და ახლა ტერიტორიაზე ორი რუსი მესაზღვრე რჩება,” – საუბრობს “ფორტუნასტან” დავით ქაცარავა.
“ფორტუნა” ფაქტის დასადასტურებლად სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურს დაუკავშურდა. სუს-ში საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ოკუპანტების გამოჩენის ფაქტს არ ადასტურებენ.
დავით ქაცარავას ინფორმაციით, ტერიტორია, სადაც რუსი მესაზღვრეები იმყოფებიან, სოფელ კოდის დამაკავშირებელი გზა გადის. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ცხინვალის დე ეფაქტო ხელისუფლებამ სოფელ კოდის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც დოლომიტის საბადოებია, პრეტენზია გამოთქვა.