თელავის რაიონში, სოფელ კურდღელაურში, 42 წლის მამაკაცი მოკლეს. შსს-ის ინფორმაციით, ბრალდებული მომხდარიდან 3 საათში, გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში დააკავეს.
შსს-ში განმარტავენ, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას, თანასოფლელი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – რეგისტრირებული სანადირო თოფი, ნივთმტკიცებად ამოიღო.
უწყების ცნობით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით).